Category Archives: ქირონი სახლებში

ქირონი მე-12 სახლში

ქირონი თევზებში ან მე-12 სახლში კრიზისი დაკავშირებულია და მომდინარეობს „უნივერსალური გონისგან“. ამ მდებარეობისთვის უმეტესად რელიგიური ან სულიერი კრიზისია დამახასიათებელი, რადგან ინდივიდი სულიერებასთან ან ღმერთთან ძლიერ კავშირს უფრო მეტად გრძნობს, ვიდრე მიწიერსა და მატერიალურთან. სახიფათოა წამალზე დამოკიდებულება და დეპრესია, რადგან  მგრძნობიარე და სუსტი ფსიქიკა აქვს. მის მდგომარეობას სხვების დახმარება ან განკურნება აუმჯობესებს. ქირონი მე-12 სახლში  „საიდუმლო ცოდნის შემგროვებელი“ დადებითი კუთხით: ერთდროულად რეალურ და გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. ნებისმიერ სიტუაციაში (მდგომარეობაში) განცალკევება შეუძლია. ტელეპათიური უნარები. მოულოდნელობებით სავსე, პარადოქსული ცხოვრება, საიდუმლოებები, ინტრიგები (რომელთა გამკლავებას ახერხებს) უარყოფითი კუთხით: ეჭვიანობა, უნდობლობა, ურთიერთობის შიში, ადამიანებისთვის ეჭვის თვალით ყურება, ფარული იმედგაცრუება. ცბიერი მტრები. ეს მდებარეობა ხშირად განაპირობებს თავისუფლების ... Read More »

ქირონი მე-11 სახლში

ქირონი მერწყულში ან მე-11 სახლში ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის ეროვნული დაყოფა  მიუღებელია. მიკუთვნებულობას, რაიმე ნიშნით თავისუფლების შეზღუდვას მტკივნელად აღიქვამს. დიდ ჯგუფებს გაურბის ახალგაზრდობაში გადატანილი ემოციური წნეხის გამო.  სოციალური უარყოფა მოგვიანებით აიძულებს მხოლოდ იმ ადამიანებთან იკონტაქტოს, რომლებიც მის აზრებსა და ინტერესებს იზიარებენ. ქირონი მე-11 სახლში „ჯგუფის სახე ყოველთვის უხილავია“ დადებითი კუთხით: წინ უსწრებს ეპოქას, სოციალურ გარემოს კარგად უგებს. მუდმივად განახლებადი სამეგობრო წრე აქვს და სხვების აზრების წამმართველადაც გვევლინება. ხშირად სხვადასხვა საქმიანი შეთავაზებებით მიმართავენ. უარყოფითი კუთხით: მის გარშემო მატყუარა ადამიანები ხშირად არიან, მოტყუებაზე და ცბიერებაზე დაფუძნებული კავშირები, უზნეო მფარველები, მეგობრების გამყიდველობა. ქირონით მე-11 სახლში მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც ორიგინალური, ინდივიდუალისტი და ექსცენტრიული პიროვნების ... Read More »

ქირონი მე-10 სახლში

ქირონი თხის რქაში ან მე-10 სახლში ძირითადი მისწრაფებაა სოციუმში გამორჩეული ადგილის დაკავება. მიზანსწრაფული, მუდმივად მომუშავე ადამიანია, ხშირად გადაჭარბებულადაც შრომობს, გეგმებს აწყობს. სასურველია პერიოდული შესვენება, რათა სრულიად არ გამოიფიტონ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ბავშვობაში ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, უმეტესად დედის მხრიდან უყურადღებობა სწყინდათ. ამიტომ ხშირად დაუცველობის გრძნობა აქვთ. ქირონი მე-10 სახლში „ხელქვეითის მიზანი უფროსის დავალების შეუსრულებლობაა, მოხსნა კი მის სულს ამძიმებს“ დადებითი კუთხით: ადამიანი მიზნებსა და ღირებულებებს სიტუაციების მიხედვით ცვლის, იდეოლოგიური პოზიციებში გაორება. თვითწარმოდგენის განსხვავებული სტილი აქვს, ძალაუფლებას სწორად და სამართლიანად იყენებს. მიზნის მირწევისთვის წინ მიდის, გაურბის ორმაგ თამაშს. საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარს დროულად ავლენს იქ, სადაც აუცილებელია პროფესიონალიზმის გამოვლენა. მისთვის დამახასიათებელია ... Read More »

ქირონი მე-9 სახლში

ქირონი მშვილდოსანში ან მე-9 სახლში ქირონის მშვილდოსანში მდებარეობა მიანიშნებს ბავშვობაში ტრადიციებთან ან სულიერი სწავლებასთან დაკავშირებულ ტკივილზე. ხშირად განიცდიან სულიერ კრიზისს, სანამ საკუთარ გზას არ იპოვიან. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, შესაძლოა ათეისტადაც ჩამოყალიბდეს. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა თქვან რელიგიაზე და რწმენაზე, მათ რაიმეს ფარული რწმენა მუდმივად აქვთ – ისინი ჭეშმარიტი აგნოსტიკოსები არ არიან.  ქირონი მე-9 სახლში „ღმერთების გზები შეუცნობელია, სანამ არ გაივლი“ სხვებისთვის სწავლის ტალანტი დადებითი კუთხით: ცვლილებების უნარი, ხანგრზლივი და წარმატებული მოგზაურობები, ცნობიერების ჰორიზონტის გაფართოება, სხვა კულტურების, რწმენისა და იდეოლოგიის მიმღებლობა, კარგი უმაღლესი განათლება. უარყოფითი კუთხით: მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების სირთულე, ხეტიალი, სახლისგან მოშორებით დანაკარგები, უმაღლესი განათლების მიუღებლობა (ან არ სურს, ან ... Read More »

ქირონი მე-8 სახლში

ქირონი მორიელში ან მე-8 სახლში პიროვნული ცვლილება და განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიკვდილის, დაბადების, ტრანსფორმაციის თემებთან. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს კრიზისული სიტუაციები აძლიერებს. მის ცხოვრებაზე შინაგანი ხედვა დიდ გავლენას ახდენს. ნებისმიერი დანაკარგი კი ანაზღაურდება ჯილდოს მიღებით ან მნიშვნელოვან საკითხებზე ხედვის შეცვლით. ქირონი მე-8 სახლში „ჩემი დაბალი და მაღალი „მე“ ვერ თანხმდებიან, რომელი მათგანია მთავარი“ ტყვეობა. ქირონი ქმნის ისეთ სიტუაციებს, რომელიც ინდივიდის ცნობიერების გაფართოებას უდებს საფუძველს. აქ მოხვედრით არცთუ იოლი ამოცანა დგას ქირონის წინაშე: მარგინალური მდგომარეობები, ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი ცვლილებები (ქორწინება, განქორწინება, სამუშაოზე მიღება.. – რომელიმე ეგრეგორის შეცვლა). კრიზისების დროს ან ყველაფრის ნგრევა ხდება ან რთულად გადასაწყვეტად ეჩვენება, თუმცა, როდესაც „დახმარების ფანჯარა“ ... Read More »

ქირონი მე-7 სახლში

„ღმერთს მიმართე, არ თქვა „ფუი ეშმაკს““. დადებითი კუთხით: სხვა ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა უადვილდება. ინდივიდი ადვილად მიდის კომპრომისზე, კონფლიქტებს არბილებს, კანონს იცავს. პარტნიორს გულით და ადვილად არჩევს, მოსალოდნელია კარგი ქორწინება. უარყოფითი კუთხით: შესაძლოა რამდენიმე ქორწინება, სხვებთან ურთიერთობა რთულად ყალიბდება. კანონებთან, სასამართლოებთან რთული თავსებადობა, ღია მტრებისგან არაერთი ინტრიგა, რის გამოც ზედმეტად უწევს კომპრომისებზე წასვლა. ქირონი  სასწორში ან მე–7 სახლში ეს პოზიცია მიანიშნებს პარტნიორულ ურთიერთობებში მტკივნეულ ან უარყოფით გამოწვეულ გამოცილებას. ინდივიდს ადვილად ტკენს გულს სხვების რეაქციები, ემოციები, დამოკიდებულებები. მათთვის აუცილებელია, რომ ისწავლონ მიწაზე მყარად დგომა, სხვებსა და საკუთარ თავს შორის გარკვეული საზღვრების დაწესება, რათა არ აერიოთ საკუთარი სხვისაში. პიროვნულ ზრდაში  ხელოვნება, თერაპია ... Read More »

ქირონი მე-6 სახლში

ქირონი ქალწულში ან მე–6 სახლში ქირონის მდებარეობებიდან  ერთ–ერთი საინტერესო მდებარეობაა, რადგან „დაჭრილი მკურნალი“ ჯანმრთელობისა და ფიზიკური ზოგადი მდგომარეობის ნიშანში ან სახლში მოხვდა. სტრესსა და ემოციურ რეაქციებს შეუძლიათ ზიანის მოყენება, ავადმყოფობის განვითარება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ დიეტებთან და ვარჯიშის დაწყებასთან. ქირონის უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში, ადამიანი ზედმეტი მუშაობისკენაა მიდრეკილი.  ქირონი მე–6 სახლში თუ ამ მდებარეობის მქონე ადამიანი სერიოზულად მუშაობს, მას არ ეხუმრება, მითუმეტეს სულელურად (ანუ, არ ეხუმროთ, როცა დაკავებულია). ჩიხი და ქაოსი ხელს უშლიან პროდუქტიულობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და გამოყენებაზე. ქირონი მე–6 სახლში პრობლემის გადასაჭრელად ადამიანისგან ითხოვს გამომგონებლობას, ტექნიკის გამოყენებას ფანტაზიის ზღვარზე და იმის იქითაც. ასევე, ... Read More »

ქირონი მე-5 სახლში

ქირონი ლომში ან მე–5 სახლში ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია „მე“–სთან დაკავშირებული პრობლემები, კრიზისი, მიუღებლობა, გამოხატვის პრობლემა. ეს ადამიანები სატურნის დაბრუნებას (იგულისხმება სატურნის ერთი წრის დარტყმა, როცა სატურნი დაბადების ადგილის მდებარეობას „უბრუნდება“, ანუ სატურნების შეერთებაა. ეს 29,5 წელში ერთხელ ხდება) მტკივნეულად აღიქვამენ, რადგან სატურნი მათ „მე“–ს სრულად  შლის და ხელახლა უწევთ განახლება, ფეხზე წამოდგომა. მათთვის სტრესის დროს რეკომენდირებულია რელაქსაციის საშუალებები, თერაპია, მასაჟი, კრეატიული ჰობი და ა.შ. ხშირად ეს ადამიანები უარყოფენ რაიმე სახის შემოქმედებით ან ორიგინალური გამოხატვის უნარის ფლობას, მაგრამ საკმარისია მათ მეგობრებს გაესაუბრო და თვითგამოხატვის ორიგინალურ ჰობს აღმოაჩენ. ქირონი მე-5 სახლში თუ რომანტიული/სასიყვარულო რჩევა გჭირდებათ,მიაკითხეთ მას,ვისაც ქირონი ჰყავს მე-5 სახლში. სასურველია, რომ ... Read More »

ქირონი მე-4 სახლში

ქირონი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში ეს ადამიანი თავს გრძნობს, როგორც წყლიდან ამოვარდნილი თევზი. აქვთ მარტოობის გრძნობა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ხუმრობდეს,რომ უცხოპლანეტელია, ან აყვანილია, რადგან თავს უცხოდ, ცალკე და განსხვავებულად გრძნობენ როგორც  საკუთარ სახლში, ასევე გარემოში, სოციუმში,კულტურულ ჯგუფებში ,რომლებშიც ტრიალებენ. შესაძლოა ბავშვობაში მათ გადაიტანეს   ფიზიკური ძალადობა  ან ფსიქიკური ზეწოლა ოჯახის რომელიმე წევრისგან. ქირონი კირჩხიბში არის საკუთარი ოჯახის შექმნაში სიძნელეების მაჩვენებელი. ზოგიერთი მათგანი ბავშვობის მტკივნეული მოგონებების გამო  უარსაც ამბობს ოჯახის შექმნაზე.   ქირონი მე-4 სახლში თითქმის ყველას ჰქონდა ბავშვობაში სიძნელეები  მშობლებთან. ქირონი მე-4 სახლში ამ პრობლემებს უფრო დასამახსოვრებელს ხდის. სახლი, კერა- ესაა  სიძნელეების ერთ-ერთი ადგილი. შესაძლოა რომელიმე მშობელი იმდენად დაკავებული იყო ოჯახსგარეთ ... Read More »

ქირონი მე-3 სახლში

ქირონი ტყუპებში ან მესამე სახლში ნერვული სისტემა, კომუნიკაციური უნარები არის ქირონი ტყუპების გასაღები-სიტყვები. ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა  შესაძლოა ბავშვობაში ტრავმა მიიღო ხმასთან ან სმენასთან დაკავშირებით, ასევე დამახასიათებელია მორცხვობა,რაც ბავშვობაში თვითგამოხატვის შიშის ბრალია. მას სურს იყოს დარწმუნებული,რომ სწორად გამოთქვამს საკუთარ აზრს  და სწორად გაუგებენ.   ქირონი მე-3 სახლში ქირონი მესამე სახლში იძლევა ადამიანებისა და სოციალური სიტუაციების ოდნავ არაობიექტურ ხედვას. შეიძლება ეს ადამიანი ჩანდეს  „სასაცილო პიროვნებად“ საერთო ქვეცნობიერის პოზიციიდან. ჩვეულებრივი სოციალური ურთიერთობები მისთვის მოსაწყენია. ქირონი მას უბიძგებს  იხუმრობს შეუსაბამო სიტუაციებში, ან სულაც უხამსი ხუმრობები მოყვეს,სადაც მიუღებელია.  დამუშავების შემთხვევაში ქირონი იძლევა საინტერესო და /ან ახალ ნაცნობობას, უფრო მეტად იხვეწება ადამიანური ურთიერთობების ფორმები (როგორიც ... Read More »

Scroll To Top